|
2019-05-23 11:14:13, 1098 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინის“ მხარდაჭერით ქართველი მოსწავლეებისთვის პროგრამირების მშობლიურ ენაზე შესწავლა უკვე ხელმისაწვდომია
საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, კომპიუტერული პროგრამირება ქართულ ენაზე ისწავლოს. შესაბამისი რესურსი განთავსებულია ონლაინ და სრულიად უფასოა. პროგრამირების გაკვეთილები გათვლილია როგორც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე, ისე სტუდენტებზე და ნებისმიერ სხვა ადამიანზე, ვისაც პროგრამირების საფუძვლების შესწავლა სურს. პროექტი საგანმანათლებლო ფონდმა Educare Georgia-მ განახორციელა, რომლის მიზანიცაა მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მოცემული პროექტი გულისხმობდა „ხანის აკადემიის“ (Khan Academy) კომპიუტერული პროგრამირების ონლაინ გაკვეთილების გაქართულებას. „ხანის აკადემია“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელზეც წარმოდგენილია ათასობით ვიდეოგაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო სხვადასხვა საგანში, ინგლისურ ენაზე. იმისთვის, რომ ქართველ მოსწავლეებს სრულად შეეძლოთ პლატფორმის ათვისება, Educare Georgia მის გაქართულებასა და ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებას ახდენს. სადღეისოდ პროგრამირების სპეციალისტი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ამასთანავე, ამ სპეციალობის უპირატესობა ისიც არის, რომ ადამიანს არ სჭირდება ფიზიკური დისლოკაცია და დისტანციურად შეუძლია მოემსახუროს და ემუშაოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ დამკვეთს. „ხანის აკადემიის“ ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია: https://ka.khanacademy.org/ და YouTube- ზე: https://bit.ly/2pmdg4K (Khan Academy Georgian).
(R)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)