18:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 19:21:30, 1329 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დუბლინისა და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის ხელმძღვანელობით  ირლანდიაში იმყოფებოდა, სადაც  საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, შეხვედრები გაიმართა დუბლინისა და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელობასთან. ქართული მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი  ლევან კარანაძე და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ეკა მრელაშვილი.

 აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ირლანდიის გამოცდილების გაზიარება  აეროპორტების კომერციული განვითარების, ახალი მარშრუტების და ავიაკომპანიების მოზიდვის კუთხით.

 აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის კონცეფცია „შენონის  ჯგუფს" ეკუთვნის და იგი გასული საუკუნის 50-იან წლებში იქნა შემუშავებული.  შენონის აეროპორტი ასევე იყო პირველი პუნქტი, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი საზღვრებისგან მოშორებით, ირლანდიაში დაიწყო ქვეყანაში მიმავალი მგზავრების შემოწმება. ამგვარად, აშშ-ს საზღვარს კვეთს ირლანდიაში უკვე სათანადოდ შემოწმებული მგზავრი. შესაბამისად, ამ წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, "შენონის ჯგუფს" გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, ექსპერტიზა და ცოდნა, რაც ძალზე საინტერესოა ქართული მხარისთვის, მით უფრო, როდესაც აღნიშნული „პრექლეარანსის მოდელი" ევროპის მასშტაბით მხოლოდ ირლანდიაში ფუნქციონირებს.

 ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საიმიგრაციო/საბაჟო-გამშვები ზონა და ამერიკელი ექსპერტებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ ფუნქციონირებს ზემოთხსენებული მოდელი.

 შეხვედრებზე აკაკი საღირაშვილმა და დელეგაციის წევრებმა ირლანდიის მხარეს გააცნეს საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ქვეყნის წამყვანი რეიტინგები და ისაუბრეს საქართველოს  სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლზე რეგიონში. მინისტრის მოადგილემ  ასევე  ისაუბრა საქართველოს საავიაციო სფეროში მიმდინარე პროცესებზე, აეროპორტების განვითარების პოლიტიკასა და მგზავრთნაკადის მზარდ დინამიკაზე. როგორც აღინიშნა,  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ქვეყანაში ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობის რეკორდულ ზრდასთან ერთად, ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი კომპანიები და დაინიშნოს ახალი პირდაპირი რეისები მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან.

 მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას. დუბლინის და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელებმა გამოხატეს საკითხის საფუძვლიანად შესწავლისა და საქართველოს აეროპორტების კომერციული განვითარების მიზნით კონკრეტული პროექტების შესაძლო შემუშავების ინტერესი.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics