|
2019-05-22 19:00:09, 1525 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება - იტალიაში, ავტობუსის გადატრიალების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს დაზიანებები არ მიუღიათ
იტალურმა მხარემ დაადასტურა რომ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სიენა-ფლორენციის გზაზე მიმავალ ტურისტულ ავტობუსში, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, არცერთ მათგანს სხეულის დაზიანება არ მიუღია. მათივე ცნობით, კონსული თითეული მათგანის მდგომარეობას არკვევს. "იტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ტურისტულ ავტობუსში, რომელიც მოძრაობდა სიენადან ფლორენციის მიმართულებით, საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. არცერთ მათგანს დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ორია ჰოსპიტალიზებული და როგორც ექიმებმა ჩვენს კონსულს განუცხადეს, ჰოსპიტალიზაციის მიზანი იყო მათ ავარიის შედეგად მიღებული შოკი მოხსნოდათ. არცერთი მათგანის ჯანმრთელობას ანსიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ვლადიმირ კონსტანტინიდმა. ცნობისთვის, დღეს იტალიის პროვინცია სიენაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. სულ ავტობუსში 60 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)