|
2019-05-22 18:24:42, 1106 ნახვა
საზოგადოება
დ.ღ-ს მამა: ადვოკატი ჩანაწერებს გაასაჯაროვებს, მათ შორის ზაზა სარალიძის
ეს არის სამართალი? ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა. მისი თქმით, მის ადვოკატს უტყუარი მტკიცებულებები აქვს. „ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. მაქსიმუმ ველოდებით პირობითს, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი იყო მაშინ. ყველას პირობითი აქვს. ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. სამაგალითოდ დასაჯეს ამ მთავრობამ , პროკურატურამ, შეაწმინდეს ხელი ბოლომდე. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. პროკურორებმა რომ იცრუეს სასამართლოზე, იმასაც გავასაჯაროებთ. გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები“, - აღნიშნა დ.ღ-ს მამამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიუსაჯა. დ.ღ.-ს სასჯელის სახით, 2 წელი და 3 თვე შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დ.ღ-ს პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება და საპატიმროში ის 1 წელს და 9 თვეს გაატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)