|
2019-05-22 17:29:30, 1019 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: თუ გამოჩნდება ენმ-ს გარდა, რეალური ჯანსაღი ძალა და შეუძლია ძალაუფლების აღება, ბედნიერები ვიქნებით
„ქართული ოცნების“ წევრისა და პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი რესურსი ქვეყანა წარმატებისკენ წაიყვანოს. ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ტევე პირველში“ ყოფნის დროს განაცხადა. რაც ბიძინა ივანიშვილთან მისაუბრია, შემიძლია მისი სახელითაც ვილაპარაკო, რომ თუკი გამოჩნდება ძალა, არა „ნაციონალური მოძრაობა“ ,არამედ რეალური ჯანსაღი ძალა, რომელსაც შეუძლია თუნდაც ხვალ ძალაუფლების ხელში აღება, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიქნებით ამითი. ერთი წუთითაც მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ხელისუფლებაში. დღეს „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი რესურსი ქვეყანა წარმატებისკენ წაიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ NDI-ის კვლევებში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ მის ანტი რეიტინგზე, ზუსტად იმიტომაც არის სამიზნე, რომ ძალიან კარგად იციან მისი ძალა, მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე გნებავთ პოლიტიკაში , გნებავთ როგორც მეცენატის, გნებავთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და გნებავთ დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომაა, რომ მთავარი დარტყმის ობიექტი არის ის. ჩვენი ოპონენტები რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ იწყებენ ივანიშვილით, ამთავრებენ ივანიშვილით და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი კვლევით ორგანიზაციაც ამ კონტექსტში ჯდება. მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ვიყავი მინისტრი, დღეს ვარ პრემიერის მრჩეველი და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ დიახ, დღეს გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა, გადაწყვეტილებებს იღებს პარლამენტი, პარტიის თავმჯდომარე არის პარტიის თავმჯდომარე და მასთან ძალიან ხშირად ვიკრიბებით ,ვმსჯელობთ ,მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება იქ, სადაც უნდა ხდებოდეს ინსტიტუციურად. ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის გადაწყვეტილებებს თავს ახვევს ვინმეს მითუმეტეს, როდესაც საუბარია ხელისუფლებაზე. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე სხვადასხვა პრემიერმა ისე დანიშნა მინისტრები, რომ ამ მინისტრების აბსოლუტურ უმრავლესობას, ახალ მინისტრებს ის არ იცნობდა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)