|
2019-05-22 16:55:47, 1337 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა BSEC-ის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა არაფორმალური შეხვედრაში, რომელიც 2019 წლის 22 მაისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მიმდინარე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სამიტის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის წრიული მაგისტრალისა და საზღვაო მარშრუტების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის საავტომობილო გადაზიდვებისა და ვაჭრობის ხელშეწყობისთვის BSEC - ის სანებართვო სისტემის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მისი შემდგომი განვითარების საკითხი და ნებართვების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა. როგორც აღინიშნა, ქართველი გადამზიდველები აქტიურად იყენებენ BSEC - ის ნებართვებს, 2019 წლისთვის ქართული მხარისთვის გამოყოფილი 1000 ერთეული ნებართვა უკვე სრულად იქნა ათვისებული. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო პოტენციალსა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აკაკი საღირაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)