|
2019-05-22 16:18:16, 1019 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას
რა არის საყოველთაო ჯანდაცვა - ეს არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ არ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე განაცხადა. დავით სერგეენკო, დელეგაციასთან ერთად ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას. წლევანდელი ასამბლეა საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა დევიზით -„არავინ დატოვო მიღმა“. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარსდგა და ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობაზე გააკეთა აქცენტები. – „როდესაც ვსაუბრობთ საყოველთაო ჯანდაცვაზე, მრავალფეროვან სამყაროში შესაძლოა გაჩნდეს კითხვები, თუ რა არის საყოველთაო ჯანდაცვა- ეს არის ადამიანის უფლება, თუ პრივილეგია მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ეს მთავრობის ვალდებულებაა, თუ კეთილი ნება?! ეს არის ყველაზე ხარჯეფექტური გზა ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების დასაძლევად?! ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ვფიქრობ მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც პატარა და სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაბალშემოსავლიანი ქვეყნის გამოცდილება. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 2013 წელს ჯანდაცვა გამოაცხადა მთავარ პრიორიტეტად და ამ დაბალშემოსავლიანმა ქვეყანამ აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რამდენადაც მათი თანადგომის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებდით ამ გამოწვევის დაძლევას. - ამბობს დავით სერგეენკო. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით არსებობს არაერთი გამოწვევა, რომლებზეც მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს. ამ გამოწვევებს შორის ყველაზე აქტუალურია წვდომა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, სხვადასხვა სახის დაავადებების გართულებისა და თავიდან აცილების მიზნით. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ საქართველოს ისეთი ამბიციური გამოწვევის განხორციელებაში, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, სამმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ესენია: პოლიტიკური ნება, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი და კარგი პარტნიორობა. „დაბოლოს, კითხვაზე რა არის საყოველთაო ჯანდაცვა - ჩემი პასუხია, რომ ეს არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, არამედ ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა. „ - ასე დაასრულა გამოსვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)