|
2019-05-21 16:05:08, 1008 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებს, რომლებსაც განაცხადი პირველ ეტაპზე ვერ დაუკმაყოფილდათ, პრიორიტეტი მიენიჭებათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს და მისი პირველი ეტაპი დასრულდა. პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარის შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეეძლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. პროგრამა საპილოტეა. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო 28 მარტს და 5 აპრილს დასრულდა. პროგრამის პირველი ეტაპის მონაცემებით: 104 ბენეფიციარმა მიიღო სახელმწიფოსგან თანადაფინანსება, გრანტის ოდენობამ კი 6,854,214.19 ლარი შეადგინა. 178 ბენეფიციარის განაცხადი არასრული დოკუმენტაციის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამო უარყოფილია, ხოლო 399 ბენეფიციარი არის მომლოდინე რიგში, რომლებმაც პროგრამის პირველ ეტაპზე ვერ მიიღეს დახმარება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებისას პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ ბენეფიციარების განაცხადები რომლებიც დარეგისტრირდნენ პირველ ეტაპზე, პროგრამით გათვალისწინებული ყველა პირობა დააკმაყოფილეს და ვერ მიიღეს პროგრამაში მონაწილეობა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების პროგრამა ხორციელდება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)