16:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 14:15:48, 1226 ნახვა

ეკონომიკა
წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს რეკულტივაციის გეგმის წინასწარი წარმოდგენის ვალდებულება ექნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,  ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომლითაც მოწესრიგებულია წიაღით სარგებლობის ობიექტების დამუშავების საკითხები. ცვლილებების ფარგლებში განახლდა ტექნიკური რეგლამენტი და დაინერგა განახლებული  მოთხოვნები.

ცვლილების თანახმად, სავალდებულო გახდა ლიცენზიის მფლობელის მიერ შემუშავებული საბადოს დამუშავების პროექტის ლიცენზიის გამცემისათვის წარდგენა მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე. პროექტში ასახული უნდა იყოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სრული ციკლი - როგორც მოპოვების დასაწყებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაციასთან/დახურვასთან, ეკონომიკურ ნაწილთან,  ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხები. ამასთან, მოპოვებითი სამუშაოების განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს რეკულტივაციის გეგმის შემუშავება და შეთანხმება უფლებამოსილ ორგანოსთან, ასევე, არქოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის წარმოდგენა.

ცვლილების მთავარი მიზანია საქართველოს სამთო-მოპოვებითი დარგის მართვისა და მარეგულირებელი მექანიზმების გაუმჯობესება, გარემოზე მოპოვების პროცესების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება და დარგის ინფორმირებულობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება.

ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდა საერთაშორისო კონსულტანტებისა და დარგობრივი სპეციალისტების მონაწილეობით. რეფორმის პროცესში დაგეგმილია ასევე წიაღითსარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის განახლება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics