|
2019-05-21 14:14:59, 1363 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში ჩინეთის დელეგაციასთან ერთად ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ჩინეთ-საქართველოს შორის სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს რკინიგზისა" და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები, მათ შორის ქ. ლიენიუნგანგის მერი და ლიენიუნგანგის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „შუა დერეფნის" განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებზე და ხაზი გაუსვეს აღნიშნულ დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების მზარდ დინამიკას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს „შუა დერეფანში" სუბსიდიების გავრცელების საკითხს. კერძოდ, სტამბულის მიმართულების გარდა, ქართულმა მხარემ დააყენა ლიენიუნგანგიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპის მიმართულებით გადასაზიდ კონტეინერებზე სუბსიდიების დაწესების საკითხი. საუბარი ასევე შეეხო ლიენიუნგანგის პორტის გავლით სატრანზიტო გადაზიდვებზე (იაპონია, კორეა) სუბსიდიების გამოყოფას. ლიენიუნგანგის პორტის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „შუა დერეფანს," როგორც ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ მათთვის პრიორიტეტულ მარშრუტს. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ქართულ მხარესთან ხსენებული დერეფნის განვითარებისა და ტვირთნაკადების გაზრდის მიზნით. შეხვედრაზე საქართველოს მხარემ ჩინეთის დელეგაციას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. არსებული სტატისტიკით, „შუა დერეფნის" გავლით უშუალოდ ჩინეთიდან ევროპაში საკონტეინერო (TEU) გადაზიდვები 2017 წელს 50%-ით, ხოლო 2018 წელს 573%-ით არის გაზრდილი.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)