07:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 13:57:52, 1105 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე: ანაკლიის პროექტს შეფერხება არ ემუქრება - თანამშრომლობის მზადყოფნა, დამაიმედებელია

ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება, მთავრობაც და ბანკებიც კონსტრუქციული არიან, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ფინანსთა სამინისტროში, მთავრობის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი არა პორტში ტვირთბრუნვის გარანტიაზე, არამედ ტვირთების მოძრაობის რისკის დაზღვევაზე იყო.

მისი განცხადებით, ყველა მხარე მონდომებულია რომ პროექტი განსაზღვრულ ვადებში განხორციელდეს.

„იყო სამუშაო შეხვედრა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ზოგადად, საკითხებზე არის ძალიან ცოტა განსხვავებები. ამიტომ ორი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ ყველა საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. საზოგადოდ, არის სრული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. ეს არის ძალიან დამაიმედებელი. ვფიქრობ, იმ ტემპით და რესურსებით, რომლებიც ახლა მოზიდულია ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან, ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. ეძებთ მექანიზმებს, როგორ შევქმნათ საგარანტიო მექანიზმი. დღეს არ იყო ამ შეხვედრის ამოცანა შეთანხმებისთვის მიგვეღწია. შეხვედრის ამოცანა იყო სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში საფუძველის მომზადება და ეს გაკეთდა. ამ ორი დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი იქნება. არანაირი შეფერხება პროექტს არ ემუქრება. სამუშაო პროცესია, ყველა მხარე მონდომებულია, რომ ეს პროექტი ვადებში განხორციელდეს.

არანირი გადახედვა ვადის არ ყოფილა არასდროს, არც განიხილება. ბანკები არიან ძალიან კონსტრუქციული, მთავრობაც არის კონსტრუქციული“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics