18:22 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 20:25:16, 950 ნახვა

საზოგადოება
20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე ავტომანქანების მოძრაობა თავისუფლების მოედანზე და მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე აიკრძალება.

კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის და ალექსანდრე პუშკინის ქუჩებზე.

„გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ 21 მაისის დილის 06:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობის მარშრუტები სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით შეიცვლება და ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებებით: პუშკინის ქუჩიდან ამომავალი ავტომანქანები გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ - ისინი ლეონიძის ქუჩაზე მოსახვედრად იმოძრავებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, წრეზე მობრუნდებიან და კვლავ რუსთაველის გამზირის გავლით ავლენ ლეონიძის ქუჩაზე.

შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებიდან ამომავალი მანქანები ასევე დროებით ვერ იმოძრავებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული ქუჩებიდან ამომავალი საავტომობილო ნაკადი პუშკინის ქუჩით ჩავა ბარათაშვილის ქუჩაზე, მობრუნდება და იმოძრავებს რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

ზემოხსენებული მარშრუტები 26 მაისის ღონისძიებების დასრულებამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ყველა ქუჩასა და მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics