|
2019-05-20 17:10:35, 970 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) მხარდამჭერია
24-27 მაისს ლიბერთის მხარდაჭერით ზუგდიდში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე ახალგაზრდა, საგანგებოდ შერჩეულ აქტუალურ თემას დაამუშავებენ და საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე ერთობლივ რეზოლუციას წარადგენენ. ,,მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა და ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებში მათი ინტეგრირება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, აღნიშნული კონფერენცია მონაწილეებს საშუალებას მისცემს განავითარონ კარიერისთვის აუცილებელი უნარჩვევები, გაიღრმავონ ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ლიბერთი მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტში ჩაერთვება. ამ პროექტში ჩართულობით კი ჩვენ მხარს ვუჭერთ თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ევროპული ფასეულობების გაღრმავებას", - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ. „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - ე.ა.პ “(European Youth Parliament - EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომლის მიზანს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების დახვეწა, ევროპული ღირებულებების გავრცელება, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ორგანიზაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პატრონაჟით მოქმედებს და მის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები. ორგანიზაციის წარმომადგენლობა ევროკავშირსა და მის პარტნიორ 40 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო (ე.ა.პ - საქართველო, EYP Georgia) ამ ქსელს ოფიციალურად 2008 წლიდან შეუერთდა.
(R)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)