|
2019-05-20 14:26:58, 843 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ლიკა ზოიძე მოინახულა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სოფელ კარაპეტში 11 წლის ლიკა ზოიძე მოინახულა. ლიკას, რომელსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებოდა, რამდენიმე დღის წინ თურქეთის რესპუბლიკაში დაუსვეს დიაგნოზი ძვლის მძიმე დაავადება და ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა და რეაბილიტაციის კურსს სახლში აგრძელებს. ზოიძეების სოციალურად დაუცველ ოჯახში ნინო დიასამიძე 4 შვილს ზრდის. ოჯახს ლიკას მკურნალობისა და ოპერაციის სახსრები არ გააჩნდა, რაშიც შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე დაეხმარა. მისი უშალო მხარდაჭერითა და ინიციატივით გაიმართა საქველმოქმედო აქციები, ინტელექტუალური თამაში #ლიკასთვის. საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობდა შუახევის მერია, საკრებულო, შუახევის რესურსცენტრი, საჯარო სკოლები, ორგანიზაციები. საქველმოქმედო აქცია ჩაატარა შუახევის საჯარო სკოლამაც. საქველმოქმედო აქციებზე შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა ლიკას მკურნალობას, რაშიც გაწეული დახმარებისთვის ოჯახი მადლიერებას გამოთქვამს შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის, საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის, შუახევის რესურსცენტრის, შუახევის ინტელექტკლუბის, საქველმოქმედო აქციებში მონაწილე ყველა გვერდში მდგომი ადამიანის მიმართ. ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ლიკას გამოჯანმრთელება შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, შუახევის ინტელექტკლუბის ხელმძღვანელმა, შუახევის საჯარო სკოლის დირექტორმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უსურვეს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)