2019-05-20 02:15:23, 1158 ნახვა
პოლიტიკა
ზესტაფონში „ოცნების“ კანდიდატმა ხმათა 50,75% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა კი, 34,26%
ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ, ზესტაფონში მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ გაიმარჯვა.
ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე - 50,75% ;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე - 34,26%;
„თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი გოგი წულაია - 5,81%;
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე - 5,07%;
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ანზორ ნებიერიძე - 2,64%.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღეს.
ცნობისთვის, ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ზესტაფონში ამომრჩეველთა აქტივობამ 43,03% შეადგინა, რაც რიცხვობრივად, 54 943 ამომრჩეველია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,