2019-05-20 01:38:15, 1129 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდში გეგა შენგელიამ ხმათა 54,18% მიიღო, სანდრა რულოვსმა - 42,75% - ცესკოს შედეგები
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ყველა უბანი დათვლია და ბოლო მონაცემებით არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა.
კერძოდ, გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84%.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.
ცნობისთვის, ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 46,98% შეადგინა, რაც რიცხვობრივად 120 837 ამომრჩეველია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,