11:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 15:01:19, 563 ნახვა

საზოგადოება
WASH პროექტის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და USAID-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტის ფარგლებში, დღეს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა სტივენმ ჰეიკინიმ, ჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მოაწერეს.

პროექტი მოიცავს აჭარის სოფლებში 20 საჯარო სკოლის და 10 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების (პჯდ)WASH ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სკოლების პერსონალისა და მოსწავლეების განათლებას და თემის მობილიზაციას.

მემორანდუმის მიზანია აჭარაში WASH ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ქცევითი სტანდარტების შეცვლის წახალისება, რაც მოწოდებულია დიარეული დაავადებების ინციდენტობის შემცირებისათვის.

WASH–ის გაიდლაინების მიხედვით, ტრეინინგები ჩაუტარდება პჯდ–ების 20 თანამშრომელს, სკოლის მასწავლებლებს და სამეურვეო საბჭოების წევრებს (200 ადამიანი), თანასწორთა განმანათლებლებს (200 ბავშვი) და მოსწავლეებს (დაახლოებით 2000 ბავშვი). დამატებით, თითოეულ სამიზნე დაწესებულებაში მომზადდება ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობისათვის პერსონალი.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულია WASH კომიტეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და მიღწეულის შედეგების შემდგომ მდგრადობას.

მემორანდუმის ფარგლებში საიმინისტროები ხელს შეუწყობენ WASH პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების მხარდაჭერას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics