21:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 16:01:07, 1184 ნახვა

კომენტარი
სუბარი: სააკაშვილის მთავარი მიზანი არეულობის გზით ძალაუფლების დაბრუნებაა, რასაც ვერ ეღირსება

პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ  სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

სუბარი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მთავარი მიზანი არეულობის გზით ძალაუფლების მოპოვებაა.

"სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რაც ისედაც ვიცოდით, რომ მათ არ აინტერესებთ არც ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა, არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი, მათი მიზანია ნებისმიერი არეულობის ფორმით  რამენაირად დაიბრუნონ ძალაუფლება, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან. დღეს საღამოს, ისინი კიდევ ერთხელ, მწარედ წააგებენ არჩევნებს და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება საერთაშორისო საზოგადოებაც და დარწმუნდებიან თვითონაც. აქვე, მინდა ვთქვა, რომ ის რასაც სააკაშვილი ამბობს, ქართული ოცნების შტაბიდან რასაც მოვისმინეთ, კარგად ჩანს, რომ მათი მიზანი ამ ქვეყანაში არეულობაა, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან. როცა ლაპარაკია ძალების მობილიზებაზე, შეიძლება ვთქვათ, რომ, გარკვეულწილად, ეს კანონის ფარგლებში ჯდება, მაგრამ როცა ლაპარაკია, რომ ისინი გვირაბებს გადაკეტავენ, როცა ლაპარაკია, რომ მათ არ აინტერესებთ დამკვირვებლების და საერთაშორისო საზოგადოების აზრი, აქ კარგად ჩანს მისი მიზანი, რომ რამენაირად არეულობა მოაწყოს და არეულობის გზით დაბრუნდეს ქვეყანაში. ის ყოველდღიურად იმუქრება, რომ დაბრუნდება. ჩვენ ბოლო 6 წელია მოვუწოდებთ, ჩამოვიდეს და წარსდგეს სასამართლოს წინაშე, მაგრამ ის ამას ვერ ბედავს და ვერც გაბედავს. თუმცა, ადრე თუ გვიან, მას მაინც მოუწევს ქართული სასამართლოს წინაშე წარდგომა",- განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics