2019-05-19 14:17:49, 1083 ნახვა
პოლიტიკა
ანა მიქელაძე: საარჩევნო უბნის გარეთ შესაძლო მოსყიდვის ფაქტები, ცესკო-ს კომპეტენცია არ არის
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო უბნის გარეთ მოსყიდვის შესაძლო ფაქტები, ცესკო-ს კომპეტენცია არ არის.
როგორც მან აღნიშნა, ცესკო პასუხისმგებელია ვითარებაზე და ზოგადად, არჩევნების წარმართავაზე.
„ცესკო არის პასუხისმგებელი ვითარებაზე და ზოგადად, არჩევნების წარმართავაზე მხოლოდ საარჩევნო უბანში. საარჩევნო უბნის გარეთ, მიტუმეტეს თუკი ეს ეხება მოსყიდვას, ეს სცდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას, ვინაიდან ზოგადად, მოსყიდვა ეს არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლები“, - აღნიშნა მიქელაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან