09:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 14:05:16, 561 ნახვა

ეკონომიკა
სტიქიის შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ ასანაზღაურებელმა ზარალმა 4 მილიონ ლარს გადააჭარბა

13 ივნისის სტიქიის შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ ასანაზღაურებელმა ზარალმა ამ ეტაპზე 4.239. 722 მილიონი ლარი შეადგინა.

სადაზღვევო კუთხით 13 ივნისს მომხდარი სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამეხედველობის სამსახურის უფროსმა იოსებ გოგოლაშვილმა და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა შეაჯამეს.

მათი ინფორმაციით, კერძო პირთა დაზღვეული ავტოსანტრასნპორტო საშუალებების ზარალი შეადგენს – 551.511 ლარს და აქედან ანაზღაურებულია 70% . იურიდულ პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზარალი კი შეადგენს – 662.104 ლარს და ანაზღაურებულია 40%. რაც შეეხება კერძო თუ იურიდიული პირების ქონების ზარალს, იურიდიულ პირებზე ზარალი – 2.790.940 ლარია, ხოლო კერძო პირებზე – 235.126 ლარი. 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, ეს არის სადაზღვევო კოპმანიების მიერ განცხადებული ზარალი, მიმდინარეობს აქტებზე ხელმოწერა და ქონების ზარალის ანაზღაურება მხოლოდ ზუსტი აღრიცხვის შემდეგ მოხდება.

დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ 121 შეადგინა, დაზღვეულმა ქონებამ კი - 82. მთლიანობაში სულ 203 შემთხვევაა დაფიქსირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics