11:41 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 13:44:43, 609 ნახვა

საზოგადოება
სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის ოთხდღიანი კურსი დაიწყო

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის ოთხდღიანი კურსი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი საერთაშორისო ურთიერობის საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ და თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა მრჩეველმა ჯონ მექკალამმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას შოთა ღვინერიამ სემინარის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა ლიდერიზმის გამოწვევებს, ასევე, განსხვავებებს ლიდერობასა და მენეჯმენტს შორის.

სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.

სემინარს ვიცე-პოლკოვნიკი ჯემი ჰართლი რიფლესი და ქრენფილდის უნივერსიტეტის დოქტორი, იფთი ზაიდი უძღვებიან. კურსის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.

ტრენინგი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და ლიდერიზმის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიისა და ქრენფილდის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics