|
2019-05-18 18:47:16, 921 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: პირი, რომელმაც ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან გაისროლა ირაკლი ჩანგელიაა
გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, პირი, რომელმაც ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან გაისროლა ირაკლი ჩანგელიაა. როგორც ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, ჩანგელია იმ მანქანის მფლობელია, რომლითაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორები გადაადგილდებოდნენ. ბოკუჩავა სამართალდამცველებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. „გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და მათ განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ შეძლო, რომ დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, რომლიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ. ჩვენ გაგვაჩნია ფოტომასალა ამსახველი ამ ნომრის და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით, სიების გატაცების, რომელიც ჩვენ შემდგომ დავაბრუნებინეთ. ფაქტია, რომ ეს არის ორგანიზებული მცდელობაა დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ მოვითხოვთ პოლიციისგან, მოხდეს დაუყოვნებლივ, აღნიშნული ფაქტის გამოძიება, არა მხოლოდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს გასროლა, არამედ ასევე დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც გასცა ეს უკანონო ბრძანება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არის ამ მანქანის მეპატრონე - ირაკლი ჩანგელია, რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედი გვაქვს, რომ პოლიციას ასევე აქვს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი, უნდა დაისაჯონ ასევე ის ადამიანები, ვინც გასცეს უკანონო ბრძანება“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)