2019-05-18 18:38:30, 933 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ჩვენი სურვილია არჩევნები პირველ ტურში, ყველა ოლქში დამთავრდეს
დედაქალაქის მერისა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ პარტიას სურვილი აქვს, არჩევნები პირველ ტურში, ყველა ოლქში დამთავრდეს.
მისი განცხადებით, სხვა დანარჩენი ადგილობრივ მოსახლეობაზეა დამოკიდებული.
„ჩვენი სურვილია, პირველ ტურში დამთავრდეს ყველა ოლქში არჩევნები. სხვა დანარჩენი ადგილობრივ მოსახლეობაზეა, თუმცა, თუ სადმე მეორე ტური გაიმართება, აქაც პრობლემას ვერ ვხედავთ, ესეც ჩვენი დემოკრატიის ნაწილია და ზუსტად ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ 50%-მდე გავზარდეთ ბარიერი, რომელიც საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან