|
2019-05-18 17:47:51, 816 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდის მკვიდრი უკეთესად მიხედავს ქალაქს, ვიდრე ნებისმიერი სხვა
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის , რომ ჩვენს ქალაქში და მთლიანად საქართველოში ნორმალურ და მშვიდ ვითარებაში წარიმართოს არჩევნები. მისივე განცხადებით, ზუგდიდის მკვიდრი უკეთესად მიხედავს ქალაქს, ვიდრე ნებისმიერი სხვა. „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა კანდიდატმა გიორგი შენგელიამ წარმართა მშვიდი, ევროპული კამპანია, რომელიც მიმართული იყო ზუგდიდელების პრობლემების მოგვარებაზე, იმ პროექტებზე, რომლებიც ზუგდიდშია დაგეგმილი, რა პროექტებსაც აპირებს გუნდი განახორციელოს შემდეგი წლების განმავლობაში. ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას გავეცანით. ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტის გზაც შევთავაზეთ ჩვენს ამომრჩევლებს და რა თქმა უნდა იდენტიფიცირებულ პრობლემებზეც, რომელზეც ჯერ-ჯერობით არ არსებობს კონკრეტული პროექტი, გეგა შენგელია საკუთარი მერობის პირობებში უზრუნველყოფს მათ გადაწყვეტას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გეგა შენგელიას კამპანიაში დიდი როლი ითამაშა მისმა პიროვნულმა თვისებებმა. ზუგდიდელები მასთან აკავშირებენ ზუგდიდის ნორმალურ, თავისუფალ და მშვიდ განვითარებას. მათ კარგად იციან, რომ ზუგდიდის მკვიდრი უკეთესად მიხედავს ზუგდიდს, ვიდრე ნებისმიერი სხვა. გეგა შენგელიამ ნამდვილად და თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც ვიყავით საარჩევნო კამპანიაში ჩართული, გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მშვიდად წარგვემართა ეს კამპანია, თუმცა თქვენც კარგად დაინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა დაძაბულობის და არეულობის შეტანას საარჩევნო კამპანიაში. იყო ძალიან ბევრი პროვოკაცია. იყო ძალიან ბევრი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება და მოსახლეობა შეეყვანათ შეცდომაში, თუმცა ყველა კარგად ხედავს ზუგდიდში, რომ ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ზუგდიდის განვითარება და არა ის ძალადობრივი მეთოდები, რა მეთოდებითაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ზუგდიდში ატარებდა არჩევნებს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამ ქალაქში აქვთ ძალიან რთული გამოცდილება. ძალიან კარგად ახსოვთ ყველა ის ძალადობის ფაქტი, და ის სიმძიმეები, რაც ამ ქალაქში ტრიალებდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ზუგდიდელები ამას არ დააბრუნებენ და ხმას მისცემენ ზუგდიდის შემდგომ განვითარებას. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მედიის მუშაობას და მზად ვართ ღიად მოგაწოდოთ ინფორმაცია. აქვე გეტყვით იმას, რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მედიის მუშაობას და მზად ვართ ღიად მოგაწოდოთ ინფორმაცია და თავის მხრივ თქვენზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ საზოგადოებას მიაწოდოთ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. მიუხედევად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ათასი ადამიანი ჩამოიყვანა ზუგდიდში არჩევნების ასარევად და შესაძლო საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის და მიუხედავად იმისა, რომ 3 ათასზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით იქნება წარმოდგენილი საარჩევნო კომისიებში, ჩვენ ვართ ორგანიზებულები იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება საარჩევნო დღეს და ასევე რა თქმა უნდა წარვმართოთ სრულიად სამართლიანად მთლიანად საარჩევნო პროცესი. ამ ყველაფრის და მიუხედევად მოუწოდებ როგორც ჩვენს მომხრეებს, ასევე ნებისმიერ ზუგდიდელს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება მიუხედევად იმისა რაოდენ მწვავეც არ უნდა იყოს პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩამოყვანილი ადამიანების ქმედებები. ასე, რომ ჩვენ ყველანაირად მზად ვართ ამ კამპანიისთვის და რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს „ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით, რომ სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე. რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს „ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით, რომ სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის , რომ ჩვენს ქალაქში და მთლიანად საქართველოში ნორმალურ და მშვიდ ვითარებაში წარიმართოს არჩევნები. აქვე დავძენ, რომ ჩვენი აქტივისტები და მოხალისეები, რომლებიც იქნებიან მობილიზებულები საარჩევნო დღეს მატ ექნებათ ისეთი საარჩევნო სიები, რომელ საარჩევნო სიებსაც საარჩევნო კომისია მიაწვდის აბსოლუტურად ყველა სუბიექტს და ამაში არანაირი კანონ დარღვევა არ არის და ამ სიებში არ არს არცერთი პირად ინფორმაცია მითითებული, შესაბამისად ამასი არანაირი კანონ დარღვევა არ იქნება და მოვუწოდებ ყველას გამოიჩინონ მაღალი აქტივობა იმიტომ, რომ მაღალი აქტივობის პირობებში ჩვენ ვიცით კვლევებით, რომ გეგა შენგელია პირველსავე ტურში იმარჯვებს. რა თქმა უნდა, წინასწარი მონაცემები გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ამ ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროვებას და აპელირებას აკეთებენ , რაღაც სხვა ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ კვლევაზე, რომელშიც აპელირება მიმდინარეობს აბსოლუტურად განსხვავებულ თემებზე აქედან გამომდინარე მივმართავთ ჩვენს ამომრჩეველს იაქტიურეთ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ , რომ ზუგდიდელების მაღალი აქტიურობის პირობებში გეგა შენგელია პირველსავე ტურში გაიმარჯვებს ზუგდიდის მერობის არჩევნებში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)