21:51 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 12:44:40, 1087 ნახვა

პოლიტიკა
გერმანელი მინისტრი: ჩვენთვის პატივია ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან ერთად ვიყოთ - მისია მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას შორის ძლიერი და მდიდარი სამხედრო თანამშრომლობაა.

ამის შესახებ მან ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა. 

"ჩვენთვის დიდი პატივია ერთად ვიყოთ ავღანეთში, 600 ქართველ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად,  ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. როდესაც იქ ხარ იზიარებ და გამოძრავებს საერთო ღირებულებები, გრძნობ საერთო ფესვებს, კულტურას, ენთუზიაზმს, ცოდნას და საერთო ხედვას თუ რატომ ვართ იქ და ვიცავთ ამ ღირებულებებსა და მშვიდობას", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

კონფერენციის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის პერსპექტივებთან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics