|
2019-05-17 18:19:20, 987 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგნელი საზღვრისპირა სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი წარმომადგენელი საქართველოში, საზღვრისპირა სოფლებში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ ტყვიავში, ერგნეთსა და მერეთში მდებარე ამბულატორიები დაათვალიერეს და შიდა ქართლის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმოს წარმომადგენელს ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული 35 დასახელების მედიკამენტი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემა, საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, შშმ ბავშვებს, პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულ დაავადებულ მოქალაქეებს კი მედიკამენტები მინიმუმ 50 %-ით უფინანსდებათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, ბენეფიციარებს 118 აფთიაქი ემსახურებათ. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II) ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა) ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ეპილეფსია პარკინსონის დაავადება თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სერვისების შესახებაც ისაუბრა. მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების მიხედვით, 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ის ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომლებიც წარსულში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, დღეს ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სწორედ ამ რეფორმის წარმატებას ადასტურებს ის მონაცემები, რომლებიც ანგარიშში არის წარმოდგენილი. გაიზარდა მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა. რაც მთავარია, საგრძნობლად შემცირდა ჯიბიდან გადახდილი თანხები, მაღალია მოსახლეობის კმაყოფილება. აღნიშნული კვლევა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეფექტიანობაზე. სილვიუ დომენტეს განცხადებით, მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვანი შეღავათია რეგიონის მოსახლეობიოსთვის, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ჯანმოს წარმომადგენელმა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზეც გაამახვილა ყურადღება. დადებითად შესაფასა საზღვრისპირა სოფლებში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა და გარკვეული რეკომენდაციებიც გასცა. შეხვედრას შიდა ქართლის რეგიონის 100-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმი ესწრებოდა.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)