14:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 14:23:52, 1415 ნახვა

ეკონომიკა
„პსპ დაზღვევა“ „TBC დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს ღია წერილით მიმართავს

„პსპ დაზღვევა“ „TBC დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს, პაატა ღაძაძეს ღია წერილით მიმართავს.

წერილში „TBC დაზღვევის“ მიერ ჯანმრთელობის პროდუქტის წარდგენაზეა საუბარი.

„პსპ დაზღვევაში“ აცხადებენ, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება.

„ჯანმრთელი ბიზნესი აღიარებს კონკურენციის სამართლიან და გამჭვირვალე პირობებს. დღევანდელი სადაზღვევო სექტორი საკმაოდ მაღალი კონკურენციით ხასიათდება,  ჯანსაღი კონკურენცია ბიზნესის განვითარების მოტივატორიცაა, როდესაც სექტორში მოღვაწე ყველა კომპანია თანაბარ პირობებშია და დაზღვევით დაინტერესბულ პირს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია არჩევანის გაკეთება. ბანკების არაპროფილური საქმიანობა ბევრ, მათ შორის სადაზღვევო სფეროში, ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება. ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელოვანია არა მარტო ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, არამედ მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლებისა და მათი უფლებების დაცვისთვის.

„TBC დაზღვევის“ მიერ ჯანმრთელობის პროდუქტის წარდგენის დროს თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც ისევე აქტიურად გამოიყენებთ „TBC ბანკის“ რესურსებს, როგორც ეს ქონების და ავტოდაზღვევის სფეროში მოწინავე პოზიციების მოსაპოვებლად ეფექტიანად გამოიყენეთ.

ცნობილი ფაქტია, რომ ბანკი ძალიან დიდი ხელშემწყობი რესურსია დაზღვევის ბიზნესში. ბანკის რესურსების გამოყენება ეფეტიანად შესაძლებელია ბევრი მიმართულებით; მაგალითად: კლიენტების ბაზა,  წვდომა კორპორატიული ორგანიზაციების ფინანსურ ბრუნვებზე, ორგანიზაციებსა და ბანკებს შორის საკრედიტო/სასესხო ვალდებულებები და კავშირები, რომელიც ბუნებრივად იწვევს სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას. ამ საშუალებების აგრესიულად გამოყენება არასამართლიანი და არაჯანსაღი კონკურენციის გამოხატულებაა. მაგალითად: ბანკის კლიენტების ბაზა ძალიან დიდი ინფორმაციაა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საცალო დაზღვევის პროდუქტების მნიშვნელოვანი სეგმენტია და ამ ბაზის არასამართლიანად გამოყენება ერთ-ერთი ფაქტორია თიბისი დაზღვევის საცალო მიმართულებით მოპოვებული წარმატებაში. ამ ორი ფაქტის კავშირი უკვე ცხადყოფს რა მნიშვნელოვანი, ხელჩასაჭიდი და ეფექტური ინსტრუმენტია ბანკი სადაზღვევო კომპანიისთვის.

რა იგულისხმება ჯანსაღ კონკურენციაში? მარტივად იგულისხმება, რომ დღეს ბანკთან ასოცირებულ/აფილირებულ, ან ბანკის მფლობელობაში მყოფ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა, რაც ცალსახად კონკურენციის შეზღუდვაა. ამ ფონზე, ვფიქრობთ უხერხულია ისაუბროთ სხვა ჯგუფების შემადგენელ კომპანიების განსხვავებულ მიმართულებებზე, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც თვალნათელია, რა მარტივია ბანკის რესურსით ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით თანხმლებ პროდუქტების წარმატებით დანერგვა. 

ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია, როდესაც სადაზღვევო სერვისით მოსარგებლე, თავად წყვეტს ვინ იყოს მისი მზღვეველი, და მისი გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული იმაზე თუ ვინ არის მისი პარტნიორი საბანკო ორგანიზაცია  და იმედს ვიტოვებთ თქვენი კომპანიაც გაიზიარებს ამ საერთაშორისო სტანდარტულ მოთხოვნებს ჯანსაღ კონკურენციასთან მიმართებაში“, - ნათქვამია „ღია წერილში“.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics