|
2019-05-17 13:41:39, 849 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ერთი წლის განმავლობაში აჭარაში უკვე მესამე ქალაქის მშენებლობას ვუყრით საფუძველს
ბათუმში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დღეს მთავრობის მეთაურმა პირადად წარადგინა. როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა განათლების ბიუჯეტი მომავალ წელს 2 მილიარდი გახდება, 2021 წელს ის იქნება 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს კი ის მიაღწევს ბიუჯეტის მეოთხედს - 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი განათლების ქალაქი ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს და განათლების რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზნებს სრულად მოემსახურება. ,,დღეს მართლაც სტრატეგიულ, მომავლის პროექტს ვუყრით საფუძველს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ამ ეროვნული იდეისთვის, რომელიც მოგვცემს საშუალებას შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ ყველა ახალგაზრდას და პედაგოგს შევუქმნით ღირსეულ პირობებს შრომისა და განათლებისთვის. ერთი წლის განმავლობაში, აჭარაში უკვე მესამე ქალაქის მშენებლობას ვუყრით საფუძველს. ეს იყო ე.წ. ,,მუყაოს ქალაქი", სადაც ცენტრალური მთავრობის დიდი მხარდაჭერით 1000 ბავშვს ავუშენებთ საცხოვრებელს. ცოტა ხნის წინ ქობულეთში დავიწყეთ ყველაზე მასშტაბური და მსხვილი საინვესტიციო პროექტი „მწვანე ქალაქი" ქალაქში. დღეს კი, ერთად ვუყრით საფუძველს განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას. ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად და მტკიცედ მივიყვანთ ყველა ამ პროექტს ბოლომდე. ჩვენ არ ვაშენებთ ცალკეულ ობიექტებს, ჩვენ ვაშენებთ ქალაქებს ქალაქში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმში მდებარე განათლების და მეცნიერების ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს, რაც განათლების რეფორმის განხორციელების საფუძველი იქნება. მულტიფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს ე.წ. ,,კომაროვის სკოლას", საერთო საცხოვრებელს 100 ბენეფიციარისთვის, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკას, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონას და ხელოვნების სკოლას, სადაც თავმოყრილი იქნება ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები. ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა ბათუმში 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაიწყება. პროექტის პრეზენტაციას ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრნენ.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)