18:51 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 12:27:24, 905 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართება

 17 მაისს  აფხაზეთის  დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართება.

ღონისძიებაზე დაგეგმილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები ხატვასა და დიზაინში. განსაკუთრებული ყურადღება ქალბატონებსა და ბავშვებს დაეთმობათ, სადაც მათთვის სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გაიმართება.

ღონისძიების ბოლოს ჩატარდება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, დავით ილურიძის ბენდი და ვოკალისტები ცნობილი კომპოზიციებით.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაწყებისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მამა მალხაზი დალოცავს შეკრებილ საზოგადოებას.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, რუხის სავაჭრო ცენტრი და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

აღსანიშნავია, რომ 23 მაისი წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ გამოცხადდა. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics