|
2019-05-17 10:55:29, 746 ნახვა
რეგიონი
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში ახალგაზრდულ ფესტივალს დაესწრო
ზუგდიდში ახლგაზრდული ფესტივალი გაიმართა, სადაც მოზარდებმა სხვადასხვა სპორტულ და ახალგაზრდულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი სპორტის 6 სახეობაში - სპრინტში, ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. ახალგაზრდულ ფესტივალს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დაესწრო და რამდენიმე სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა თავადაც მიიღო. „ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია. ამიტომაც, მთელი დატვირთვით ვაპირებთ სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას. იცით, რომ ვაშენებთ ახალგაზრდულ სივრცეს, სადაც მოზარდებს განტვირთვის და იდეების გენერირების შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)