13:08 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 22:17:26, 1288 ნახვა

საზოგადოება
დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელების მიზეზი დაღვრილი თხევადი გაზი გახდა

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან, დოდაშვილის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება გაზის ძლიერ სუნთან დაკავშირებით. მოქალაქის განცხადებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კორპუსს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

ადგილზე მისული სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ აღნიშნული კორპუსის შემოწმებისას ბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა თხევადი გაზი. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოსახლეობას გამოჩენილი სიფრთხილისთვის მადლობას უხდის, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics