|
2019-05-16 18:25:06, 1524 ნახვა
სამართალი
ალექსანდრე ტაბატაძემ კიბერუსაფრთხოების საკითხებში საფრანგეთის დელეგაცია მიიღო
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ კიბერუსაფრთხოების საკითხებში საფრანგეთის დელეგაცია მიიღო. საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაციას საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს უფროსის მოადგილე ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონი ხელმძღვანელობს. ფრანგული დელეგაცია თბილისში ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით იმყოფება. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძე. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარეს ქვეყნის მიერ ბოლო წლებში კიბერუსაფრთხოების სფეროში მიღწეული შედეგები გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეების, კერძო და საჯარო სექტორების, ელექტრონულ სივრცეში უსაფრთხო ფუნქციონირებისა და ონლაინ სივრცის დაცულად გამოყენებისთვის. როგორც შეხვედრაზე ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, კიბერუსაფრთხოება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული მიმართულებაა და მთავრობის მხრიდან მის განვითარებაზე ზრუნვას დიდი ყურადღება ეთმობა. „კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს ქვეყნის შეუფერხებელი ფუნქციონირების, ეროვნული და სამოქალაქო უსაფრთხოების, თავდაცვის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს. საქართველო კიბერუსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. ამას მოწმობს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსის (GCI-Global Cybersecurity Index) მაჩვენებლები − 2018 წელს საქართველო სამართლებრივი, ტექნიკური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების, თანამშრომლობითი ფორმატებისა და ორგანიზაციული კომპონენტების შეფასებით, მსოფლიოში − მე-18, ხოლო ევროპაში მე-9 ადგილზეა“, − აღნიშნა შეხვედრაზე ალექსანდრე ტაბატაძემ. ჩვენს ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ არის ის ორგანო, რომლის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურების ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველომ მიიღო და განახორციელა: • კიბერუსაფრთხოების ორი თანმდევი ეროვნული სტრატეგია შესაბამისი სამოქმედო გეგმებით; • ჩამოაყალიბა ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სამართლებრივი ბაზა − „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები; • განისაზღვრა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები; • განისაზღვრა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები; • საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის შიგნით საჯარო-კერძო პარტნიორობას; ასევე, საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე სხვადასხვა ფორმატებში (EU, NATO, OSCE, UN, EaP, CoE, EUROPOL & INTERPOL, CEPOL, ENISA) საქართველომ მონაწილეობა დაიწყო კიბერუსაფრთხოების ფორუმებსა და შეხვედრებში. ცნობისთვის: საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური სამდივნო (SGDSN) არის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან არსებული მთავარი უწყებათაშორისი სტრუქტურა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. იგი ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს აპარატია. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უწყებათაშორისი კოორდინაციის გარდა, „SGDSN“-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საფრანგეთის მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვა და უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)