|
2019-05-16 16:13:52, 959 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. გაფიცულები აღნიშნავენ, რომ მათი შრომის ანაზღაურება შრომის სიმძიმის ადეკვატური არ არის. „შრომის კოდექსი საქართველოში სწორი არ არის და შრომის კუთხით ადამიანის უფლებები დარღვეულია. როდესაც ადამიანები ასეთ მძიმე სამუშაოს ეწევიან და მხოლოდ და მხოლოდ 580 ლარს ღებულობენ, ეს არ არის ის ხელფასი, რომლითაც ადამიანმა თავისი ოჯახი თვიდან თვემდე უნდა შეინახოს“, - აცხადებს აქციის მონაწილე. ერთ-ერთი გაფიცულის გიორგი ტყენაძის თქმით, ქარხნის დირექტორი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს და მუშებს მოუწოდებს, თუ პირობები არ მოსწონთ, სამსახური დატოვონ. „მობრძანდა ბატონი დირექტორი, რომელმაც განგვიცხადა, რომ მე ალტერნატიულ გზას ვნახავ და სხვას დავასაქმებო, ანუ ქუდი დაიხურეთ და წადითო. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ჩვენ ვიმყოფებით მე-19 საუკუნის კაპიტალიზმში, კაპიტალიზმიც არ არის, ფეოდალიზმია. როგორც უნდათ, ისე წყვეტენ და ისე აკეთებენ. ჩვენ არაფერს გვეკითხებიან. გაუსაძლის პირობებში ვმუშაობთ, დღედაღამე აქ ვართ,“-ამბობს გიორგი ტყენაძე. აქციაზე საია-ს იურისტი ნათია ქოქიაშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, ორგანიზაცია მუშების ხელშეკრულებას გამოითხოვს და პროცესში ჩართვის გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. „ხელშეკრულება დასაქმებულებს საერთოდაც არა აქვთ, ამიტომ, საწყის ეტაპზე მე განვუმარტე მათი უფლებები შრომის კოდექსიდან გამომდინარე, გამოვითხოვთ და დეტალურად გავეცნობით ამ ხელშეკრულების პირობებს, მუშათა უფლება-მოვალეობებს და შემდეგ მივიღებთ გადაყვეტილებას ჩავერთვებით თუ არა პროცესში“, - აცხადებს ნათია ქოქიაშვილი
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)