|
2019-05-16 15:39:00, 928 ნახვა
საზოგადოება
ბილაინის მხარდაჭერით გამართული კონკურსში გამარჯვებული საერთაშორისო აგროპრენერულ სამიტზე გაემგზავრება
საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრის, ბილაინის მხარდაჭერით მაისში „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის - Future Agro Challenge-ის ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს აგროპრენერებისა და აგროინოვატორების აღმოჩენას სოფლის მეურნეობის სფეროში სიახლეების დასანერგად, კერძოდ კი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით. საქართველოში კონკურსი 30 სხვადასხვა კატეგორიაში გაიმართა და 48-საათიანი ჰაკათონის შედეგად 8 ფინალისტი გუნდი კომპეტენტური ჟიურის წინაშე პრეზენტაციით წარდგა. Future Agro Challenge-ის ადგილობრივ კონკურსში გაიმარჯვა გუნდმა „Qvevri XYZ“, რომელიც ტრადიციულ ქართულ ქვევრს ბევრად დახვეწილი და თანამედროვე ტექნოლოგიით ამზადებს. გამარჯვებული წელს, 7-11 სექტემბერს გაემგზვრება საბერძნეთში, Future Agro Challenge-ის გლობალურ შეჯიბრზე - უმთავრეს საერთაშორისო აგროპრენერულ სამიტზე, სადაც შესაძლებლობა ექნება, რჩევები მიიღოს მსოფლიო დონის მენტორებისგან, შეხვდეს პოტენციურ ინვესტორებსა და კლიენტებს, მოსინჯოს ახალი საბაზრო შესაძლებლობები. „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ თანადამფუძნებლისა და Future Agro Challenge-ის თანაორგანიზატორის, გური ქოიავას თქმით: „პირველ სამ ადგილზე გასული ყველა გუნდი საინტერესო პროექტების ავტორები არიან, განსაკუთრებით „Qvevri XYZ“, რომელიც ქვევრის, როგორც ტრადიციული და თანამედროვე ღვინის პროდუქტის წარმოებას მსოფლიოს მასშტაბით იწყებს“.
(NS)
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)