13:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 10:18:07, 935 ნახვა

რეგიონი
გიორგი შენგელია: ანაკლიაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ

„ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება“, - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანაკლიაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. გიორგი შენგელიას განმარტებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან ამ პორტში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და მუნიციპალიტეტის სწრაფი ეკონომიური განვითარება მოხდება.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის თქმით, ანაკლიაში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილია 6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება, მათ შორის საბავშვო ბაღის მშენებლობა, კაფე-რესტორნის და ხიდის რეაბილიტაცია.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვაგრძობთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს შევხვდით ანაკლიის მოსახლეობას და მათ იმ პრიორიტეტების შესახებ ვესაუბრეთ, რაც ჩვენი მთავარი უპირატესობაა. აღსანიშნავია, რომ ანაკლიაში ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, აშენდება ადაპტირებული და კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, ანაკლიასა და განმუხურში ხორციელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, აღდგება ამფითეატრი, ზღვამდე მისასვლელი ბილიკები, განხორციელდება კაფე-რესტორნის და ხიდის რეაბილიტაცია. ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ კერძო სახლებისთვის მიგვენიჭებინა ნომრები, აღნიშნული პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი - ანაკლიის პორტში ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და ეს პორტი ახალ პერსპექტივას გაუხსნის ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics