|
2019-05-16 00:14:57, 1036 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი გაიხსნა
საბურთალოს რაიონში დღეს ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი (ე.წ „წითელი ბაღი“) საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან და საბურთალოს რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან ერთად დაესწრო. დედაქალაქის მერმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, საბურთალოს ამ ლამაზი პარკიდან მივესალმო თბილისს და სრულიად საქართველოს. დღეს ემოციურად ძალიან დატვირთული ვარ. მიხარია, რომ შევძელით და თბილისს, საბურთალოს ვაჩუქეთ ეს ლამაზი სივრცე. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ და დღეს როგორი მოვლილი, გალამაზებულია. არ იფიქროთ, ამ ყველაფერს ერთი ადამიანი, კახი კალაძე აკეთებს. ჩემს უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი, რომლებიც ყოველდღიურად, შემიძლია გულწრფელად ვთქვა, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო ლამაზი, უფრო მოწესრიგებული, მეტად გამართული ინფრასტრუქტურით, ძალიან ბევრი მწვანე სივრცით. ჩემს თანამშრომლებს ყოველთვის ვეუბნები და ახლაც გავიმეორებ - არა აქვს მნიშვნელობა რა სფეროში საქმიანობ, რა მიმართულებით მუშაობ, წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც შენი ყოველდღიური შრომით აბედნიერებ სხვებს. ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ გავაბედნიეროთ ჩვენი მოქალაქეები. მჯერა, ამას აუცილებლად შევძლებთ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით. საზოგადოების თანადგომას ძალიან ვაფასებთ, ძალიან ვუფრთხილდებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ. NS
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)