|
2019-05-15 18:54:30, 1438 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - რუსეთმა შეიძლება ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, მაგრამ არა მის მისწრაფებებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს ინარა მურნიეცეს ოფიციალურ ლანჩზე შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია და მას რუსეთი პროვოკაციებით და ბორდერიზაციით ვერ შეაჩერებს. ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვიას უკეთ ესმის რა სახეს ატარებს რუსეთთან კონფლიქტი და იგი ეხმარება საქართველოს, რათა დასავლეთ ევროპის წარმომადგენლებმა რეალურად გააცნობიერონ რას ნიშნავს საქართველოსათვის ოკუპაცია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა გავაძლიეროთ მთლიანად ევროპის კონსოლიდაცია, საქართველო წინ მიდის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების წინაშე, რომელთა უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს ჩანაწერი უკვე საქართველოს კონსტიტუციაშიც არსებობს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მცირედით არ დაკმაყოფილდება და მას ევროკავშირის მხრიდან რეალური და ქმედითი გადაწყვეტილებები სჭირდება და თუ ევროკავშირი ყველასათვის ზოგად, ერთიან ფინანსურ ინსტრუმენტს გამოიყენებს, ეს უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს სჭირდება მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომა, რათა განხორციელდეს ევროკავშირში სექტორული გაწევრიანება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, რუსეთმა ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ იგი საქართველოსა და ქართველ ხალხს ვეტოს ვერ დაადებს. საქართველოს მისწრაფებები შეუქცევადია. ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვია საქართველოს საუკეთესო მეგობრად და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნად აღიარებს, ამიტომ მიაჩნია, რომ ევროკავშირის მხრიდან საქარველოს მიმართ განსაკუთრებული მიდგომები უნდა არსებობდეს და ევროპის პოლიტიკა მასზე სხვაგვარად უნდა აისახოს. საუბარი შეეხო ლატვია - საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობებს, საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამებს, ქართულ დიასპორას და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით არსებული თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა შეძლონ სანდო და სარწმუნო ინფორმაციის დეზინფორმაციისაგან გარჩევა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)