|
2019-05-15 14:54:00, 890 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Tbilisi Waterfall“ აშენდება
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ორთაჭალაში 17 სართულიანი, 164 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. პროექტს კომპანია „RRestate“ ახორციელებს. ორთაჭალაში, კომპანიის საკუთრებაში არსებული 13 500კმ.მ-ის მიწისნაკვეთზესასტუმროაშენდება 1000 კვ.მ-ზე, დანარჩენი ტერიტორია კი დაეთმობა პარკის გაშენებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას. სასტუმროში განთავსდება2 რესტორანი, კლუბი, 2 საკონფერენციო დარბაზი და 2 ბარი. სასტუმროს გამოარჩევსხელოვნური ჩანჩქერი რომლის სიგანე 13 მეტრია, რაც ხელოვნურ ჩანჩქერებს შორის ყველაზე განიერია. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქს კიდევ ერთი მწვანე, მაღალი სტანდარტების სასტუმრო შეემატება. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობა და მსგავსი საინტერესო პროექტებისმხარდაჭერა. სასტუმროს გამოარჩევს ორიგინალური კონცეპცია და აუზი 15-ე სართულის ხედით. სასტუმროს მშენებლობაში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 3 მილიონამდე დოლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმადირექტორმაარჩილ გაჩეჩილაძემ. „მოხარული ვართ რომ შედგა თანამშრომლობა ჩვენსა და საქართველოს ბანკს შორის პროექტის "Tbilisi Waterfall"-ის განსახორციელებლად, თავად პროექტის იდეა გაჩნდა ემირატებში მიღებული გამოცდილებიდან, სადაც საინვესტიციო ბაზარი ერთერთი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა პროექტი რომელიც შეძლებდა საშუალოდ 15% წლიური მოგების მიღებას და ამ მხრივ უფრო საინტერესო წინადადება გვექნებოდა მსოფლიო ბაზარზე. ამისათვის შევქმენით საპროექტო კომპანია კიევში, გაყიდვების კომპანია ემირატებში და სამშენებლო კომპანია თბილისში, შედეგად ბოლო 1 წლის განმავლობაში შევძელით მოგვეზიდა 12 მილიონი აშშ დოლარამდე ინვესტიცია 50-მდე სხვადასხვა ინვესტორისაგან. ვფიქრობთ ამ კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი კომპანიაც მომავალში აპირებს ამ კუთხით განვითარებას“, - განაცხადა „RRestate“ -ის დამფუძნებელმა, რევაზ თურმანიძემ. ინფორმაციისთვის, სასტუმროს კონცეპციაში ინოვაციას წარმოადგენს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სტუმრებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი რეგისტრაციის და გასაღების გარეშე, სმარტფონით გააღონ ნომრის საკეტი.სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია ჭკვიანი სახლის პრინციპით, თანამედროვე მოწყობილობების საშუალებით სტუმრები შეძლებენ მართონ ნომერში არსებული ტექნიკა, (ტელევიზორი, მოუსმინონ მუსიკას) დაარეგულირონ ოთახისა და წყლის ტემპერატურა, ჩამოაფარონ და გახსნან ფარდები, შეუკვეთონ საკვები და ა.შ.
(R)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)