11:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 13:08:03, 417 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში მიიღებს მონაწილეობას

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ვროპის პირველ თამაშებზე, 26 ივნისს საქართველოს სპორტულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ევროპული თამაშების ჩემპიონი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა.

მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტურმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში მიმდინარე შეჯიბრებაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელი ივაილო ივანოვი, ესტონეთის ნაკრების წევრი ევგენი სალეევი და ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა სუფთა გამარჯვებებით დაამარცხა, ასევე იპონით სძლია ნახევარფინალში გერმანელ სვენ მარეშს, ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელ ივან ნიფონტოვს შეხვდა და დაძაბულ შეხვედრაში (1-1 ვაზარებით) შიდოს უპირატესობით აჯობა.

ევროპულ თამაშებზე 24 წლის ჭრიკიშვილის მიერ მოპოვებული ოქროს მედლის წყალობით საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში 22-ე ადგილზეა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედლით. ჯამში, ქართველი სპორტსმენების მონაგარი 26 ივნისის მონაცემებით 13 მედალია.

26 ივნისს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოსინჯა ძალები უშანგი მარგიანმაც, თუმცა მარგიანმა, ისევე როგორც საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმა ესტერ სტამმა და ნინო ოძელაშვილმა (ორივე 70 კგ) ტურნირზე გამოსვლა წინასწარ ეტაპზე დაასრულეს.

მეორე ოქროს მედალი ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა. მან საჩემპიონო ბრძოლაში ებრაელი ორ სასონი 2 წუთსა და 40 წამში შებოჭა და ბაქო 2015-ის ოქროს მედალთან ერთად ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ოქროსაც დაეუფლა. ამასთან, პირადი რეიტინგი 400 ქულით გაიუმჯობესა.

ევროკონკურენციაში სულ 4 ქართველი ჩაერთო, აქედან ორი ფინალში გავიდა, ორი რეპეშაჟის ფინალში. ოქრუაშვილისა და მატიაშვილის დაპირისპირება მეოთხედფინალში შედგა. ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი  მე-5 ადგილებს დასჯერდნენ. 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თამაშებზე 2-2 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები სულ 5 წონით კატეგორიაში გამოვიდნენ და ხუთივეში საპრიზო სამეულში მოხვდნენ. დღეს კი გუნდური პირველობა გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics