09:59 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-15 10:12:25, 1029 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავს და N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენებას მოითხოვს.

როგორც ოპოზიციის წევრები განმარტავენ, საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა.

ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბეჭდები სამაგიდო სიებთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე უნდა გაიცეს.

„იყო მცდელობა არჩევნების გაყალბების არჩევნებამდე 5 დღით ადრე. ვითხოვთ მირანდა მესხის გადაყენებას საოლქო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან და ასევე ჩვენ ვითხოვთ რომ შეიცვალოს ბეჭდები, ცესკომ გამოაგზავნოს ახალი ბეჭდები იმიტომ, რომ ასე ბეჭდების გატანა, შემდეგ დაბრუნება ჩანთებით, ღია პარკებით, ეს არის აბსოლუტურად ყველა პროცედურის დარღევა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება, ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხსს, მისი განმარტებით, მას კანონი არ დაურღვევია.

„კანონი არ დამირღვევია გავეცი კედლის სიები, გავეცი ამომრჩევლის ბარათები. ზუსტად ამ გამჭვირვალობის  ამომრჩევლის უსაფრთხოების, სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით მობრუნებულია სიები. არ მობრუნდა ბეჭდები და არც მოვაბრუნებთ ამ ბეჭედს. ბეჭედი არის მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული, ეს არის ინვენტარი. ბეჭდის ლუქის მთლიანობა როდესაც დაირღვევა, ამას უბანზე ვნახავთ. მორიგი შოუსთვის მე სხდომას ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავმართავ“, - გაანცხადა მირანდა მესხმა.

ამასთან, ოპოზიცია დღეს 12:00 საათზე  საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics