03:06 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 15:17:55, 1123 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - სააკაშვილი ემიგრანტების ფულით ფლორიდაში ფეშენებელური ვილის ყიდვით არის დაკავებული

„ადამიანი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს თავისი პარტიის დაფინანსებას და ბილეთების ფულს, ადამიანი რომელიც თავის საზოგადოებას საქართველოში ტელეხიდებით სთხოვდა თითოლარიან შემოწირულობას - სინამდვილეში  მაიამიში, ფლორიდაში ფეშენებელური ვილის და ოკეანისპირას ახალი სახლის ყიდვით არის დაკავებული“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილის მიუნხენიდან გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი საერთოდ არ იქნებოდა აღნიშვნის ღირსი, რომ არა ერთი გარემოება - „ეს  არის ვითომ შეჭირვებული ბატონი სააკაშვილი და მისი ოჯახი, რომლებიც სინამდვილეში ამ მომეტში, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ეკონომიკაზე და სიღარიბის დაძლევაზე - მაიამიში, ფლორიდაში ბინას ეძებენ. ეს არის თქვენი სახე და არ შეიძლებოდა ეს უპასუხოდ დაგვეტოვებინა", - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძე უტიფარ ტყუილს უწოდებს სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს გაკოტრებული შემოვიდა პოლიტიკაში.

„Forbes-ის სიას თუ ჩავხედავთ, ბიძინა ივანიშვილის ქონება სწორედ 2012 წელს  იყო ყველაზე მეტი, 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ქონება იყო ყველაზე მაღალი ნიშნულით შეფასებული. ეს არის როგორი მატყუარებიც ხართ და შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics