|
2019-05-14 14:35:54, 1005 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე სამადაშვილს - თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე და ისაუბრეთ იმაზე, რაც ელჩებს არ გაუკეთებიათ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უმცირესობის დეპუტატებს სალომე სამადაშვილს და გიორგი კანდელაკს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა". „საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა - ეს განცხადება დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა გააკეთა. განსაკუთრებით მინდა მივაპყრო ჩვენი კოლეგების - ქალბატონი სამადაშვილისა და ბატონი კანდელაკის ყურადღება ამ განცხადებაზე. ერთი იმიტომ, რომ ჩაატარა ბრიფინგი და მედიას აჩვენა არარსებული დოკუმენტი ელჩების სახელით ისე, რომ მცირე უხერხულობაც კი არ უგრძვნია და დღეს ისევ აგრძელებს ამ ნარატივს. რეალურად, თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე, რომელიც არ გამოქვეყნებულა და ისაუბრეთ იმაზე, რაც ელჩებს რეალურად არ გაუკეთებიათ განცხადების სახით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ამასთან, მისი თქმით, გიორგი კანდელაკს, რომელიც ბევრ არარსებულ საკითხს ეხმაურება ხოლმე, არ შეუუფასებია სააკაშვილის განცხადება, სადაც ის დასავლეთს რუსეთს ადარებს და რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში ადანაშაულებს. „გიორგი კანდელაკს, მაშინ, როდესაც ბევრ არარსებულ საკითხს ეხმაურება და ევროპას ატყობინებს ხოლმე, ერთი განცხადება და შეფასებაც კი არ გაუკეთებია ბატონი სააკაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა დასავლეთი შეადარა რუსეთს და დაადანაშაულა საქართველოს მიმართ და რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში. ეს არის თქვენი რეალობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)