|
2019-05-14 14:08:56, 1695 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა „რუსთავის ფოლადისა“ და „ჯეოსტილის“ საწარმოო პროცესს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავში მსხვილ მეტალურგიულ საწარმოებს - „რუსთავის ფოლადსა" და „ჯეოსთილს" ეწვია და მათ საწარმოო პროცესს გაეცნო. ორივე საწარმოში 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო აღნიშნული მეტალურგიული საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის. ამჟამად საწარმოებში ტექნოლოგიური გადაიარაღება მიმდინარეობს, მათ შორის, ეკოლოგიური სტანდარების დაცვის მიმართულებით. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვნახოთ, თუ როგორ ემზადებიან აღნიშნული საწარმოები, რომ გახდნენ უფრო ენერგოეფექტურები. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. ორივე საწარმოს დაწყებული აქვს გადაიარაღება, ცვლიან ტექნოლოგიურ პროცესს იმისთვის, რომ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარონ, ატმოსფეროში ნაკლები გაფრქვევა იყოს და სხვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას საწარმოების დათვალიერების შემდეგ. „მნიშვნელოვანია, რომ ქარხნებში ენერგოეფექტურ საწარმოებად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს, რაც ენერგეტიკაში ჩვენი მასშტაბური რეფორმის გამოძახილია. ეს იქნება ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ ამ პროცესს არამარტო დავაკვირდებით, არამედ წარმოებებს ხელსაც შევუწყობთ, რომ ამ სტანდარტებს უპასუხონ", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა შიდა და საგარეო ბაზრებზე საწარმოთა მხარდაჭერის პროცესზე. „მნიშვნელოვანი იყო, გვემსჯელა, თუ როგორ ამოვუდგეთ გვერდში აღნიშნულ საწარმოებს საგარეო ბაზრებზე, რადგან პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ. მათ სჭირდებათ სერიოზული მხარდაჭერა, რათა კონკურენტულ და თანაბარ პირობებში აღმოჩდნენ სხვა საერთაშორისო გლობალურ კონკურენტებთან მიმართებაში. ასევე მხარდაჭერა შიდა ბაზარზეც - ჩვენ შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციის სამართლიან წესებს და ბაზარს და მომხმარებელს დაიცავს უხარისხო ანალოგებისგან“, - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ის მომავალშიც ადგილზე მოინახულებს ასეთ საწარმოებს და მათ ხელმძღვანელობასთნ ერთად მონახავს მათი პრობლემების გადაჭრის გზებს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. მათ შორისაა, „რუსთავის ფოლადი" და „ჯეოსთილი". ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)