03:06 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 13:19:03, 1128 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი ნოდარ ხადურს პარლამენტში იბარებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშილი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, ნოდარ ხადურს პარლამენტში იბარებს.

დეპუტატის განცხადებით, საქმე ეხება დედაქალაქში არსებულ გარერეკლამებს, რომელზეც ერთ-ერთ კომპანიას მონოპოლია აქვს.

„ჩემი განცხადება ეხება თბილისში, გარერეკლამის მონოპოლიას 20 წლის განმავლობაში, როგორც ბილბორდებს, ასევე მეტროებს, ტაქსებს, ლაითბოქსებს, ავტობუსებზე გასათავსებელ რეკლამას. აქ არის ერთი დეტალი მნიშვნელოვანი, რომელმაც უნდა მიიქციოს კონკურენციის სააგენტოს ყურადღება. ეს ის ჯგუფია ბატონო ირაკლი, რომელსაც თქვენ ლობირებდით იმისთვის, რომ აზარტული თამაშების რეკლამა ჩავარდნილიყო, ეს ის ჯგუფია, რომელსაც სავარაუდოდ ლობიერბს ქალაქის მერია, რომელმაც ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე, მას მისცა 20 წლიანი მონოპოლია, რომ განათავსოს რეკლამები, თითქოს ვიღაცას რაღაც ეკუთნოდეს ან მემკვიდრეობთ ჰქონდეს მიღებული. მაშინ, როდესაც მერიას არ აქვს ინფორმაცია, რამდენი კვადრატული გარერეკლამა არის ზოგადად ქალაქში და სავარაუდოდ, ხდება ძალიან დიდი თანხების ბიუჯეტისთვის დამალვა. მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და მივმართო კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ ნოდარ ხადურს და ვთხოვო მას მობრძანდეს პარლამენტში. ბუნებრივია, სასურველი იქნება ეს იყოს ეკონომიკის კომიტეტი, იმიტომ რომ ფუნქციურად მაინც ეკონომიკის კომიტეტს ეკუთვნის. თუ ის უარს განაცხადებს, შეგვიძლია ნებისმიერ ფორმატში მას დაველაპარაკოთ და მოვითხოვოთ რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics