|
2019-05-14 11:17:49, 1560 ნახვა
სამართალი
ჰეროინის შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულებს 9-9 წლით პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰერონის შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულები ე.თ. და ნ.ა. დამნაშავეებად ცნო. უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.თ.-მ და ნ.ა.-მ წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 0,5057 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც 2018 წლის 14 სექტემბერს ქ.თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჯგუფურად, 500 ლარად უკანონოდ გაასაღეს. „სამართალდამცველებმა ე.თ. და ნ.ა. 2018 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღსანიშნავია, რომ ე.თ.-მ და ნ.ა.-მ ასევე სხვადასხვა დროს ნარკოტიკული დანაშაული ჩაიდინეს. ე.თ.-მ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა-შენახვა), ხოლო ნ.ა.-მ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა-შენახვა), რისთვისაც მათ აღნიშნული მუხლებით ბრალდება წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.თ. და ნ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობით, ორივეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)