19:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 10:36:14, 1021 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში პროექტის „ქართული ჩაი“ მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში  მეჩაიეობის დარგით დაინტერესებულ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, არჩილ ბუკიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის „ქართული ჩაის“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებაზე და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობაზე,  რაც  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა,  ფერმერებს გააცნეს ყველა ის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ჩაის პროდუქციას ბაზარზე ნიშური ადგილი დაიკავოს.

დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრას ფერმერებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, დონორი ორგანიზაციების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით პროგრამაში „ქართული ჩაი“ ჩართული 37 ბენეფიციარის 49 პროექტია დამტკიცებული. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების საერთო ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს. პროგრამის ჯამური ინვესტიცია 2 553 517 ლარია, საიდანაც 1 776 613 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

პროექტი „ქართული ჩაი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.   პროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics