03:04 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 16:52:42, 1270 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე აფხაზეთში კრიპტოვალუტების წარმოებაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ანტისახელმწიფოებრივ ტყუილს უწოდებს

ტყუილების დაბრალებას მიჩვეული ვართ, ეს ოპოზიციისა და მათ მიერ მართული მედიასაშუალებების დღის წესრიგია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების წარმოებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე. ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების წარმოებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა, „პრესა.ჯი“-ზე დაყრდნობით გაავრცელა. სიუჟეტში საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე და კრიპტოვალუტების წარმოებისთვის „ენგურჰესიდან“ ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე.

მდინარაძის თქმით, მსგავსი ცრუ ინფორმაციები უარყოფითად მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხზეც.

„ადამიანი არასახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდე, რომ ეს იკადრო და ასეთი ტყუილი მოიგონო. ტყუილების დაბრალებას ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ. ეს არის ოპოზიციის და მათ მიერ მართული მედიასაშუალებების დღის წესრიგი, ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ენერგოუსაფრთხოებასთან ერთად, აფხაზებთან ურთიერთობის თემას ურტყმს, არ ფიქრობ იმაზე, რას ვეუბნებით ახლა ამით აფხაზ ძმებს და დებს, რომ პირადი გამორჩენის მიზნით გაძლევს ვიღაც ელექტრონენერგიას და არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც მათ ელექტროენერგიას უფასოდ აძლევენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული ინფორმაცია ანტისახელმწიფოებრივი ტყუილია.

„აქედან გამომდინარე, ეს ანტისახელმწიფოებრივი ტყუილია, რომელშიც ასევე ანტისახელმწიფოებრივი მიზნებია გადმოცემული. ეს ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics