|
2019-05-13 10:23:06, 1167 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა და „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზუგდიდში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან გიორგი შენგელიასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ზუგდიდში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრი ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებზეც მოისმინა ინფორმაცია. ამ ეტაპზე, ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობისა და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის რეაბილიტაციას, სათავე ნაგებობისა და სასეირნო ბილიკების მოწყობას. პროექტს ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონი ლარია. ,,ზუგდიდის სიამაყე, ბოტანიკური ბაღი, მალე რეაბილიტირებული იქნება და ზუგდიდელებს დასასვენებლად განახლებული მწვანე სივრცე ექნებათ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დადიანების კომპლექსში ფონდ ,,ქართუს“ დახმარებით უკვე დასრულდა ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია, უახლოეს მომავალში კი ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მოახდენს ეკატერინესეული სასახლის სრულ რეაბილიტაციას. ბოტანიკური ბაღის და ორივე განახლებული სასახლის კომპლექსი ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობაა“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ. რაც შეეხება თამარ მეფის ქუჩას, აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მმიმდინარეობს, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარიანი გზა, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელები, მოეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ბორდიურები, გაზონები და ტროტუარები. პროექტს საქართველოს საავტომობილოგზების დეპარტამენტი ახორციელებს. ზუგდიდში წელს აშენდება 10 ახალი გზა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 100-ზე მეტ ქუჩას, რომლებიც წყლის და წყალარინების დაქსელვითი სამუშაოების დროს დაზიანდა.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)