09:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 15:47:49, 558 ნახვა

ეკონომიკა
ზურაბ გვასალია: ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკიდან არ გამოდის, უბრალოდ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მაღალი იქნება

„არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკიდან გამოიყოფა, უბრალოდ მოხდება ამ ფუნქციის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა“,-ამის შესახებ  საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა  ზურაბ გვასალიამ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების პირველი მოსმენით მიღების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებით ზედამხედველობის სამსახურის ლეგიტიმაცია იზრდება.

„ზოგადად, რჩევები და კონსულტაციები კარგია, მეორე მოსმენამდე არის საკმაო დრო იმისათვის, რომ ეს რჩევები იყოს უფრო არგუმენტირებული. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა და პარლამენტი, ასევე დადებს იმ არგუმენტს თუ რატომ უნდა აიწიოს  ზედამხედველობის ლეგიტიმაცია. მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს ფუნქცია გამოყოფილი იქნება ეროვნული ბანკიდან, ის რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, უბრალოდ მას ექნება ბევრად უფრო მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი“,-განაცხადა გვასალიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics