|
2019-05-10 13:01:48, 1224 ნახვა
საზოგადოება
გახარია - უვიზო მიმოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, თუმცა ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებტან საუბრისას ორ ქვეყანას შორის დღეს მიღწეული შეთანხმების კონკრეტულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ამ შეთანხმებას ძალზედ პრაქტიკული ასახვა ექნება იმ პრობლემებზე, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. მაგალითად, ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან 2 ოფიცრის წარგზავნას პარიზში, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ იქნებიან ჩართულნი საგამოძიებო ჯგუფებში, საგამოძიებო პროცესში, იმისთვის, რომ ის დანაშაული, რომელშიც არსებობს ეჭვი, რომ ჩართულები იყვნენ ქართული წარმომავლობის დამნაშავეები, მათ თავიანთ ფრანგ კოლეგებთან ერთად გამოიძიონ უფრო ეფექტურად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს გვყავს საფრანგეთში პოლიციის ატაშე, თუმცა მისი ჩართულობის ხარისხი უბრალოდ არ არის საკმარისი და ამიტომ გადაწყდა გაფორმებულიყო ეს შეთანხმება, რომელიც მოგვცემს ამის საშუალებას -ორი ქართველი გამომძიებლის იქ ყოფნის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უწყებებს შორის, უკვე სრულფასოვნად მოხდება ინფორმაციის გაცვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ ორი უწყება - ქართული პოლიცია და ფრანგული პოლიცია, ერთობლივად გამოიძიებენ და ერთობლივად ჩაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს იმ დანაშაულთან მიმართებაში, რომელშიც ეჭვმიტანილები შეიძლება იყვნენ ქართული წარმომავლობის დამნაშავეები. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლების კონტექსტს. მოგეხსენებათ, რომ უვიზო მიმოსვლა მართლაც არის ბოლო ათწლეულების საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა და შესაბამისად, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ფრანგ კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის რას ნიშნავს ეს მიღწევა. არც ერთ შემთხვევაში, ეს მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს ჩვენი მხრიდან გარკვეული, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით დამოუკიდებლად. მაგალითად, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით რეისზე, რომელსაც ახორციელებს „ვიზეარი“, მაგრამ ეს ახლა ოფიციალურად გაფორმდა. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთიდან იქნებიან წარმოდგენილნი საქართველოში, ასევე, ქართული საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი საფრანგეთში, პარიზში, ლიონში და სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, იმისთვის რომ, ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ, თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. მე ვფიქრობ, რომ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა და რაც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, ტერორისტული გამოწვევები, რომელსაც ასევე, პრევენციულად ერთად უნდა ვებრძოლოთ, იმიტომ რომ ორგანიზებული დანაშაული, ტრანსსასაზღვრო დანაშაული, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და მთლიანად ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა, თანამშრომლობის გარეშე ბრძოლა გაუჭირდება ცალკე აღებულ ქვეყნებს. ისეთ ძლიერ ქვეყანასაც, როგორიც არის საფრანგეთი. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ხელშეკრულება კიდევ ერთი პრაქტიკული წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, უფრო მეტად დავაზღვიოთ ერთმანეთი ჩვენც, თავშესაფრის მაძიებლების კონტექსტში და ნაკლები პრობლემები შევუქმნათ ქართულ-ფრანგულ საემიგრაციო სამსახურებს, და რა თქმა უნდა, ტრანსსასაზღვრო დანაშაული, რომელიც ძალზედ დიდ რისკებს ქმნის ტერორისტული მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)